სასიამოვნო სიახლე ჩვენი მომხმარებლებისთვის!
გვსურს სიხარულით გაცნობოთ, რომ ქართული წარმოების ინოვაციური და მრავალფუნქციური სამშენებლო და საიზოლაციო მასალა „თერმოჰაბ ეკონომი“ უკვე ხელმისაწვდომია გორგია (Gorgia)-ს ქსელში.
ახლა უკვე შეგიძლიათ მარტივად შეიძინოთ მაღალი ხარისხის თბოიზოლაციური პროდუქტი, რომელიც შექმნილია თანამედროვე მშენებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.
„თერმოჰაბ ეკონომი“ გამოირჩევა ეფექტური თბოიზოლაციით, ენერგოეფექტურობით, ეკოლოგიურობით და მრავალმხრივი გამოყენების შესაძლებლობით — იატაკის მოსაწყობად, შიდა სამუშაოებისთვის და სხვადასხვა სამშენებლო პროექტებში.
აირჩიეთ ქართული ხარისხი და შექმენით უფრო თბილი, კომფორტული და ენერგოეფექტური გარემო Termohub-თან ერთად.


